logo_geo
ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს
- +

10 დეკემბერი. 2023. 12:21

 

 

ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გაიტაცეს.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

 

big_banner
არქივი