logo_geo
ზიკას ვირუსით, შესაძლოა, ტვინის სიმსივნეებს უმკურნალონ
- +

13 ივლისი. 2017. 22:56



ზიკას ვირუსს მოულოდნელად გამოყენება მოუძებნეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, ამ ვირუსით არა მხოლოდ მოქალაქეთა დაშინება მოხდება, არამედ თავის ტვინის სიმსივნეთა განკურნებაც. მათივე დასკვნით, ვირუსის უნდა ეშინოდეთ ორსულებს, რადგან აღნიშნული ინფექცია ორსულობის პერიოდში ჩვილების დაინვალიდებას იწვევს, აზიანებს რა ღეროვან უჯრედებს განვითარებად ტვინში. ფორმირებულ (ჩამოყალიბებულ) ტვინს ვირუსი აღარ ესხმის თავს, მოზრდილებთან კი მხოლოდ გრიპისმაგვარ სიმპტომებს იწვევს.


ბევრი პრეპარატისაგან განსხვავებით ზიკას ვირუსი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ადვილად შეუძლია „იმუშაოს ტვინის სიმსივნეებზე!". მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ემბრიონების თავის ტვინის მზარდი უჯრედების ანალოგიურად, ზიკას ვირუსს შეუძლია წარმატებით დაესხას თავს სიმსივნის გამრავლებად (დაყოფად) უჯრედებს, თანაც ისე, რომ არ შეეხოს თავის ტვინის ჯანმრთელ ქსოვილებს. ამგვარად, შეიძლება გლიობლასტომის წინააღმდეგ მაღალეფექტური საშუალებაც კი მივიღოთ.


მეცნიერები კიბოს სამკურნალოდ ვირუსის ტესტირებისთვის თავდაპირველად ლაბორატორიულ ვირთაგვებს გამოიყენებენ, შემდეგ - სიმსივნით დაავადებული ადამიანების თავის ტვინის უჯრედებს. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, საშინელი ვირუსი ჩვენს თვალწინ სუპერგმირად გარდაიქმნება!




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი