logo_geo
კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- +

25 იანვარი. 2024. 20:09

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თბილისში კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

ბრალდებულები დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ. როგორც მათ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანებით ცდილობდნენ ყურადღების გადატანას, რომ გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ.

 

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 
big_banner
არქივი