ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „De Telegraaf“ ავრცელებს.
„De Telegraaf“-ის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.