სირიაში ირანის ელჩმა, ჰოსეინ აკბარიმ განაცხადა, რომ ირანის პასუხი სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმაზე მკაცრი იქნება.
დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ალ-ქუდსის“ ქვედანაყოფის მეთაური, გენერალი მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა.
მოჰამად რეზა ზაჰედის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ არაბული ტელეარხი Al Hadath-ი, ირანული სააგენტო Tasnim და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული სააგენტო Fars.
მედიის ინფორმაციით, სულ ისრაელის ავიადარტყმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.