logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: „გორბის“ კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება უარს ეუბნება ომს, ირჩევს მშვიდობას, გამჭვირვალობას და უარს ეუბნება შავი ფულის ხარჯვას
- +

11 აპრილი. 2024. 11:36

 

 

„გორბის“ კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება უარს ეუბნება ომს და ირჩევს მშვიდობას, გამჭვირვალობას და უარს ეუბნება შავი ფულის ხარჯვას", - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოება ირჩევს სუვერენიტეტს და უარს ეუბნება ვასალობას.

 

„ჯამში, ამ კვლევების მიხედვით, საზოგადოების უმეტესობა ირჩევს ნამდვილ ევროპულ ღირებულებას და უარს ეუბნება ფსევდო-ლიბერალიზმს, რადგან საზოგადოებამ დაინახა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვინ იბრძვის ქართული და ეროვნული ღირებულებებისთვის და ჯამში, ევროპული ღირებულებებისთვის. მხოლოდ სლოგანით, ჩვენი არჩევანი ევროპაა, ეს ევროპული ღირებულება არ არის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.

 

 

big_banner
არქივი