logo_geo
გენრი დოლიძე: ყოველდღიურად გვექნება საშუალება, მოვისმინოთ ძველი და ახალი თაობის აუდიო ლიტერატურა
- +

21 იანვარი. 2017. 14:19


 


პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოველდღიურად გვექნება საშუალება, მოვისმინოთ ძველი და ახალი თაობის აუდიო ლიტერატურა.


ესეც პირველი პროექტი განახლებულ მწერალთა სახლში.

პოეზიის დრო" უბრალო გამვლელებს საშუალებას მისცემს დღეში 15 წუთით ისიამოვნონ ავტორების ხმით წაკითხული ლექსებით.

აივანზე დამონტაჟებული აუდიო ტექნიკა, 15-20 წუთის განმავლობაში გააჟღერებს ცნობილი პოეტებისა თუ მწერლების აუდიო ჩანაწერებს.

ხმა გაიშლება დიდ სივრცეში, ექვსი მაისის პარკის განაპირა ტერიტორიაზე და ყოველდღიურად გვექნება საშუალება, მოვისმინოთ ძველი და ახალი თაობის აუდიო ლიტერატურა.

P.S. მწერალთა სახლის აივანზე თუ ეს ბანერი შენიშნეთ, ესეიგი, სულ ცოტა ხანში ჩაირთვება ჩვენი ჯადოსნურ-პოეტური აუდიომოწყობილობა." - წერს გენრი დოლიძე.

 

 

 

 


 

big_banner
არქივი