logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება ამას ჰქვია...
- +

29 იანვარი. 2017. 14:03


 


პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„საზოგადოება ამას ჰქვია: ამერიკაში გაიმართა და ძალაშია სრული საზოგადოებრივი მობილიზაცია ტრამპის „აღმასრულებელი მბრძანებლის" წინააღმდეგ, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება შტატების დაარსების სულისკვეთებას - ანუ მსოფლიო დაჩაგრულებისა და დევნილთათვის ღია კარებისა და თავშესაფრის საუკუნოვან პოლიტიკას! საზოგადოების მობილიზირება სოციალურ ქსელში, აეროპორტებში ან კიდევ, რაც მთავარია, უშუალოდ საკუთარ არჩეულ დეპუტატთან პროტესტით მიმართვით, რათა მან დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია... ასეთი აპელირება თითოეულ დეპუტატის პასუხისმგებლობაზე მხოლოდ მაჟორიტარული წესით - ანუ ინდივიდუალურად არჩეულ დეპუტატზე შეიძლება შედეგს აღწევდეს... სიით არჩეული კი ყოველთვის ამომრჩეველს კი არა, არამედ საკუთარ პარტიის მითითებებს მორჩილად გაჰყვება, რათა შემდეგშიც მოხვდეს იმავე სიაში გამსვლელ პოზიციაში... ამ ყველაფერზე უნდა ვფიქრობდეთ, როცა ვმსჯელობთ სამომავლოდ კონსტიტუციაზე, ესე იგი, იმაზე, თუ როგორი ქვეყანა უნდა მივიღოთ და არა მიკერძოებული და ხშირად უკვე ვადაგასული პარტიების ინტერესებზე აგებული არგუმენტებს მივყვებოდეთ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.


 

big_banner
არქივი