logo_geo
როგორ ზემოქმედებს ნიკოტინი ტვინზე
- +

4 მარტი. 2019. 15:44

 

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა  ნერვულ უჯრედზე ნიკოტინის მოქმედება შეისწავლეს. როგორც ცნობილია, ნიკოტინს ტვინში შეღწევის უნარი აქვს და ის  ჰემატოენცეფალურ ბარიერს გადის. ნიკოტინი ნეირონების ზედაპირზე ხვდება nACh-r რეცეპტორებს. როდესაც ის უკავშირდება აღნიშნულ რეცეპტორებს, ადამიანს მსუბუქი ეიფორიის შეგრძნება ეუფლება. მაგრამ როგორ მოქმედებს ნიკოტინი ნეირონის შიგნით, ეს აქამდე უცნობი იყო. ამის გარკვევა შესაძლებელი გახდა ორი ცილის ხელოვნური სისტემის მეშვეობით. ერთი ცილა უკავშირდებოდა ნიკოტინს და იცვლიდა ფორმას, ააქტიურებდა მეორეს - ფლუორესცენტულ ცილას. ამგვარად ვიღებთ მანათობელ ცილას, რომელიც უჯრედებში ნიკოტინის განაწილების დანახვის საშუალებას იძლევა.

 

როგორც აღმოჩნდა, ნიკოტინის უჯრედთან კონტაქტიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ნიკოტინი აღწევს შიგნით, ენდოპლაზმურ ქსელში. ამ სტრუქტურაში ჩნდება ახალი ცილები, თუმცა მათი „ვარგისიანობის ვადა“ მცირდება ნიკოტინის გამო. რეცეპტორები აქტიურად მოძრაობენ უჯრედის მემბრანისკენ. ასე იკვრება მანკიერი წრე, რაც მეტს ეწევა ადამიანი, მით მეტი ნიკოტინის რეცეპტორი იქმნება მის ორგანიზმში, რაც ნიკოტინური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იწვევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი