logo_geo
ხათუნა ლაგაზიძე: 2020 წლის არჩევნებში ნაციონალებს სრული კატასტროფა ელით
- +

5 ოქტომბერი. 2019. 00:16

 

ექსპერტი ​ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის რეიტინგი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და "ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის არჩევნებში 15 %-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, რაც ამ პოლიტიკური ძალის ლიდერისთვის სრული კატასტროფა იქნება.

 

ხათუნა ლაგაზიძის მოსაზრებით, "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე დღეს, ამომრჩევლის მობილიზების პრობლემა დგას. ენდობიან ისინი NDI -ს კვლევებს თუ არა, ფაქტია, რომ ოპოზიციის რეიტინგი უკიდურესად არის შემცირებული.

 

"ერთი წელია გასული საპრეზიდენტო არჩევნებიდან, სადაც ოპოზიციამ თითქმის 40 % აიღო. დღეს დავინახეთ, რომ ეს 40% მაქსიმუმ 15- 17 %-მდეა დასული. წინ გვაქვს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური ელექტორატი ჩაიშლება ბევრ სხვადასხვა პარტიას შორის. აქედან გამომდინარე "ნაციონალურ მოძრაობას" საუკეთესო შემთხვევაში დარჩება ამომრჩევლის ის რაოდენობა, რომელიც მას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა, რაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადმოსახედიდან არის კატასტროფა. ეს იმაზე მცირეა, რაც გრიგოლ ვაშაძემ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში აიღო", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საღამოს ეთერში. 

 

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილი დღეს იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი ელექტორალური ნიშა. მან მიიხედ-მოიხედა და დღეისთვის ყველაზე პოპულარული თემა დახვდა - კონსერვატიზმი, ტრადიციულ-პატრიოტულ და რელიგიურ ინტერესებზე აქცენტირება. აღსანიშნავია აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადება, იმის შესახებ, რომ პატრიოტების დრო დგება.  

 

ლაგაზიძის შეფასებით, 2020 წლის პროპორციულ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენა არ ემუქრება, მაგრამ ეს არჩევნები მათთვის დამოკლეს მახვილია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი სწორ "ტრენდზე" დაჯდა, ეს მას ელექტორალური მასის გაფართოების საშუალებას არ მისცემს.

 

"შესაძლოა პრაგმატულად ამ "ტრენდის" ატაცება სწორი იყო, მაგრამ ნაციონალები მაინც მართლმადიდებლობის ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ მებრძოლ ძალად ასოცირდებიან. დღეს სააკაშვილმა ამ პროცესიდან უკუსვლა დაიწყო", - აცხადებს ექსპერტი. 

 

 

 

 

big_banner
არქივი