„შეუშვით რამდენიმე დღით მამა გიორგი ზვიადაძე „რუსთავი 2"-ში და ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია და ზაალ უდუმაშვილი ეგრევე აღიკვეცებიან ბერებად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.
„იქ მომუშავე ქალები გამწესდებიან მონაზვნებად. „კომედი-შოუს" წევრები „განითესებიან" ეკლესიებში სტიქაროსნებად.
რაც მთავარია, არხი საერთოდ შეიცვლის მიმართულებას და გახდება რელიგიური!" - წერს ზედელაშვილი.