logo_geo
ზურაბ ქადაგიძე: ბევრი უაზრობა იწირება და ცოტა გაუფრთხილდით სიტყვებს...
- +

2 მარტი. 2017. 23:26


 

თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

ბევრი უაზრობა იწირება და ცოტა გაუფრთხილდით სიტყვებს. ამხელა უტიფრობა და თვალში ნაცრის შეყრა არ შეიძლება ეგრედწოდებულო პრადვინუტებო". ყველანაირ პოზიციას ვიგებ და ვუთანაგრძნობ მაგრამ რა სისულელეს ბოდიალობთ? ჟურნალისტებს ნუ იყენებთ თქვენი ბინძური პოლიტქულების გულისთვის. რუსთავი 2" უნდა იყოს ხალხის და არა ერთი მუჭა პარტელიტის ტელევიაზია", - წერს ქადაგიძე.

 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".


 

big_banner
არქივი