logo_geo
გოგა ჩანადირი: როდის დავაწერთ ქართულად ავტობუსს?
- +

28 იანვარი. 2020. 00:35

 

 

 

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეეყნებს:

როდის ვისწავლით სახელმწიფო ენის პატივისცემას?

როდის დავაწერთ ქართულად ავტობუსს?

ეწეროს ინგლისურადაც ტურისტებისთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში, მხოლოდ უცხოელები არიან?

ვინ დაადგინა, რომ მარტო ინგლისური წარწერა უნდა იყოს და ეს სავალდებულოა?

ვინ დაადგინა, რომ ბუს საერთაშორისო ნიშანია? საერთაშორისო ნიშანი ავტობუსის გრაფიკული გამოსახულება, A არის და არა bus.

ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, საკუთარ ენაზე აწერენ ავტობუსის ხაზს.

ჩვენთან პატივს არ სცემენ ან ენას, რის გამოც, აგერ, 40 წლის წინათ მთელი ერი ფეხზე დადგა.

ეს bus უწერიათ თბილისში, ბათუმში, წყალტუბოში და ლამის, ყველგან.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ენა და დამწერლობა ნუ მეტიჩრობთ.

#წერექართულად“, - წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

big_banner
არქივი