თბილისის მერი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„კიდევ ერთი დიდი წარმატება - საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, ვულოცავ მთელ საქართველოს!“ - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.