logo_geo
როგორ გვეხმარება 16-საათიანი დიეტა წონის მოკლე დროში დაკლებაში - ყველაფერი „ფასტინგის“ შესახებ
- +

1 თებერვალი. 2022. 11:11

 

არსებობს გზა, რომ მიირთვათ, რაც გსურთ და დაიკლოთ წონაში? დიახ და მას „ინტერვალურ შიმშილს“ უწოდებენ. ჭარბი წონის მოშორების ამ მეთოდის ეფექტურობა უკვე არაერთმა დიეტოლოგმა დაადასტურა. ბოლო წლებში ეს დიეტა უზარმაზარ პოპულარობას იძენს მათ შორის, ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება უპრობლემოდ სურს. დიდი ხანია, ექსპერტები რეგულარულ კვებას გვირჩევენ და ირწმუნებიან, რომ დღეში ხუთჯერადი კვება აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც წონის სწრაფად დაკლებაში გვეხმარება. შედეგად, თანამედროვე ქალებს ეშინიათ საუზმის გამოტოვება და აიძულებენ საკუთარ თავს, ჭამონ მაშინაც კი, როცა მშიერი არ არიან. მაგრამ, ნამდვილად სჭირდება ჩვენს ორგანიზმს ასეთი რეჟიმი? დასავლელი ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარს ვიტყვით საკვებზე. მოგიყვებით, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი:

 

 

 

რა არის ამ დიეტის არსი?

 

ინტერვალური შიმშილი არის დიეტა წონის დაკლებისთვის, რომელიც მოიცავს საკვებზე პერიოდულ უარის თქმას. ყველაზე პოპულარული მეთოდია 16/8 სისტემა - სრული უარი საკვებზე 16 საათის განმავლობაში. ხოლო 8 საათის განმავლობაში, შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გსურთ, თუმცა ზომიერად. ასეთი კვება იწვევს ორგანიზმში ცხიმის მარაგების წვას. დიეტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ არ არის საჭირო საკვებზე მთლიანად უარის თქმა და მხოლოდ საუზმის, ლანჩის ან ვახშმის გამოტოვება შეგიძლიათ. ემოციურად, ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე აბსოლუტური შიმშილი და საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა. გარდა ამისა, არ არსებობს შეზღუდვები პროდუქტებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზომიერი რაოდენობით: დესერტები, შემწვარი საკვები, პური, ნამცხვრები.

 

ინტერვალური შიმშილის პრინციპი

 

16 საათის განმავლობაში შიმშილი აუმჯობესებს ინსულინის სეკრეციას და ეს ხდის ორგანიზმს ნაკლებად მგრძნობიარეს მაღალი გლიკემიური ნახშირწყლების მიმართ და ამცირებს შიმშილს. დასაწყისისთვის, თავად უნდა განსაზღვროთ, როდის გიადვილდებათ შიმშილი - დილით თუ საღამოს. თუ საუზმის გარეშე მარტივად შეგიძლიათ, შეგიძლიათ ეს კომპონენტი გამოტოვოთ. მაგალითად, საღამოს 8 საათზე ივახშმეთ და მომდევნო დღის 12 საათამდე აღარ უნდა იკვებოთ. დიეტის მთავარი პრინციპი არის ის, რომ 16 საათის განმავლობაში არაფერი უნდა მიიღოთ, წყლის გარდა. ხოლო 8 საათიან შუალედში შეგიძლიათ, სასურველი პროდუქტებით, ზომიერად იკვებოთ.

 

 

 

ვისთვის არ შეიძლება ინტერვალური შიმშილი?

 

ფასტინგს, ისევე, როგორც ნებისმიერ დიეტას, აქვს უკუჩვენებები, ამიტომ სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარებამდე სჯობს, ექიმს მიმართოთ. ინტერვალური შიმშილი არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს გასტრიტი, ნაღვლის ბუშტთან, თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, არაა რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

 

 

big_banner
არქივი