ფილმ „ფორსაჟის“ ვარსკვლავს პოლ უოკერს გარადცვალებიდან ათი წლის თავზე ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან.
პოლი 2013 წლის 30 ნოემბერს კალიფორნიაში, სანტა-კლარიტასთან ახლოს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჰოლივუდის ვარსკვლავის გარდაცვალებამ მსოფლიო შეძრა. პოლი 2001 წლიდან „ფორსაჟში“ ბრაიან ო კონერის როლს ასრულებდა.
ავტოკატასტროფის დღეს უოკერი და მისი მეგობარი როჯერ როდასი საქველმოქმედო ფონდ „Reach Out Worldwide“-ის, ტაიფუნ ჰაიანის მსხველპლთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე მივიდნენ, ისინი მალევე წამოვიდნენ ღონისძიებიდან წითელი „Porsche Carrera GT“-თი რომელიც როდასს ეკუთვნოდა. გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ღამის განათების ბოძსა და გვერდზე მდგომ ხეს დაეჯახა, ვალენსიაში, მანქანა მაშინვე აალდა. ლოს-ანჯელესის შერიფის განყოფილებამ განაცხადა, რომ ორივე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ავტო-კატასტროფის მიზეზად მაღალი სიჩქარე დასახელდა.
უოკერი ფორსაჟის პირველი მსახიობი არაა, რომელსაც დიდების ხეივანში ვარსკვლავი ექნება. ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვინ დიზელის, დუეინ ჯონსონის, კურტ რასელისა და შარლიზ ტერონის ვარსკვლავებიც არის.