ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში მკითხველს ზოგად რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა იცხოვროს და იკვებოს ადამიანმა, მეტად ჯანმრთელად რომ იყოს. ნატა გაგუა წყლის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.
„კარგი იქნება, თუ არ დაგავიწყდებათ წყლის მიღება (მინიმუმ 1, 5 ლ დღეში), შეამცირებთ რაციონში შაქარს, მარილს, ტკბილ, გაზიან სასმელებს, ნაყინს, ცომს, ალკოჰოლს. ამას გარდა: დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა დაასრულეთ საკვების მიღება. ამოიღეთ თქვენი რაციონიდან: ძეხვეული, მაიონეზი, კეტჩუპი, ჩიფსები, ხელოვნური დანამატებით გაჯერებული პროდუქტები, ზედმეტად მარილიანი და შებოლილი პროდუქტები, კონსერვები, გაზიანი ტკბილი წყლები, ლუდი, ნაყინი, კრემიანი ნამცხვრები და ა.შ. პრაქტიკულად, ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს რაციონში სეზონური ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ბურღულეული, კვერცხი, ხორცი, თევზი. უხვი რაოდენობით არაფრის მიღებას არ გირჩევთ, ზომიერად უნდა მიირთვათ ყველა პროდუქტი და კერძი“, - ამბობს გაგუა.
ინტერვიუ სრულად იხილეთ:
https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=212882