logo_geo
ლადო პაპავა: რეფინანსირების განაკვეთის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირება არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება
- +

13 სექტემბერი. 2023. 15:50

 

 

რეფინანსირების განაკვეთის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირება არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია როგორი იქნება ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა. როცა ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს და სახეზე გვაქვს დეზინფლაცია, დეზინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს როგორც წესი, ამცირებენ.

 

ახლა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით შემცირდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. თუმცა, შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, რომ ეს მცირედია. დღეისათვის განუსაზღვრელობა ძალიან მაღალია. არავინ არ იცის გლობალურად პროცესები როგორ წარიმართება, რუსეთ-უკრაინის ომი როდის და როგორ დასრულდება და ასე შემდეგ.“- აღნიშნა ლადო პაპავამ.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არის სასიკეთო, მოქმედება მონეტარულ განაკვეთთან დაკავშირებით მაინც უნდა იყოს ფრთხილი.

 

მე ამ გადაწყვეტილებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი, მივესალმები. რადგან მკვეთრი კლების შემდეგ თუკი შემოდგომში არასასურველი მოვლენები განვითარდა, მკვეთრი მატება უფრო მეტად დააზარალებს როგორც კომერციულ ბანკებს ისე მთლიანად ბიზნესს,“- აღნიშნა ლადო პაპავამ.

 

 

big_banner
არქივი