logo_geo
ალექსანდრე გრიბოედოვის წერილი ნინო ჭავჭავაძეს: მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერა
- +

12 ნოემბერი. 2019. 19:44

 



„მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერა… შენ ერთხელ მითხარი: ადამიანი თავად არისო ტაძარი, მე ახლა გავიგე იმ შენი გრძნეული სიტყვების ჭეშმარიტი აზრი. შენ ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი, მე სალოცავად მოვსულვარ შენთან… შენ ხარ ხატი… საღვთო სანთლის დასანთებად მოვედი შენთან. მიახლება შენს სულთან ღმერთთან მიახლებას თუ შეედრება ნინო! სხვა ბადალი მას ამ ქვეყანაზე არ გააჩნია…

 



სიყვარული არის მუსიკა! მაგრამ რა არის შენთან ფილდის, ბახის, ბეთჰოვენის, შუბერტის, მოცარტის მუსიკა… შენ ყოველივე ამაზე უფრო ნატიფი და მშვენიერი ხარ ჩემთვის… და ამიტომ გეტრფი… ღმერთო შენ იცი, ნინო, გონებაა სამყაროსი. გონება ენაა ღმერთისა, ამ სამყაროში სიტყვებს ვეძებ მე, რომ შენი ღვთაება უკვდავყო.

 

 

მე რომ მხატვარი ვიყო,მხოლოდ შენი ფრესკებით მოვხატავდი საქართველოს ციხე – ტაძრებს… შენ იცი – მე თანამედროვეობაში ვერ ვპოვე ის, რასაც ვეძებდი, ამიტომ წარსულში ვაპირებდი გაქცევას. ვერც ამან მიშველა. მერე ბუნებასთან ვაპირებდი შერწყმას, როგორც მინდია, ვერც ამაში ვპოვე შვება. ახლა მივხვდი, ადამიანის ხსნა

 

 

წყარო: tvalsazrisi.ge

 

 

big_banner
არქივი