logo_geo
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ შენახვის ფაქტები გამოავლინეს
- +

4 აპრილი. 2024. 18:37

 

 

1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების  მიერ, გატარებული ღონისძიებების შედეგად,  აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 8 ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საბაზრო საერთო ღირებულებამ ჯამში  - 18143.1 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთი საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

big_banner
არქივი