logo_geo
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: პატრიარქმა ბოლომდე ისმინა ჩემი საუბარი
- +

21 თებერვალი. 2017. 20:07



დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხელ რამიშვილმა განაცხადა, რომ იგი შეხვდა საქართველოს პატრიარქს.


როგორც რამიშვილმა განაცხადა, პატრიარქს მიაწოდა ინფორმაცია მამა გიორგის პოზიციასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.


„დღეს, 09:30 საათზე, პირადად შევხვდი პატიარქს, გვქონდა ამ საკითხზე საუბარი და ღრმად ვარ დარწმუნებული, პატრიარქმა ბოლომდე ისმინა ჩემი საუბარი. პატრიარქის ღირსეულ გრძნობასა და სიყვარულში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ყველაფერი კარგად გამიგო და მის გულისხმიერებაშიც დარწმუნებული ვარ. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო და რაც მთლიანად შეიძლებოდა პატრიარქს სცოდნოდა. პატრიარქმა მომისმინა, რამდენიმე კითხვა დამისვა მამა გიორგის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაგვლოცა და წამოვედით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


 

big_banner
არქივი