logo_geo
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვს
- +

6 ივლისი. 2023. 20:02

საქართველოს პროკურატურა „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მანამდე, თავად ბრალდებულმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო 2-3 კვირაა, მას სამართალდამცავებო დაბურულმინებიანი მანქანებით უთვალთვალებენ.

საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

big_banner
არქივი