logo_geo
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
- +

11 ივლისი. 2023. 14:57

 

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქეების ნ.დ.-ს, ი.კ.-სა და რ.ი.-ს ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენოსკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 1384 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 131 120,39 ლარი შეადგინა. სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

big_banner
არქივი