logo_geo
რატი ბრეგაძე: „ნაცმოძრაობის“ ცოდვილობა საზოგადოებამ ყველა არჩევნებზე იხილა - ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა
- +

20 ივლისი. 2023. 00:01

"სწორედ ევროპული ღირებულებაა სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა. მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ შესაძლოა მათ ნახონ გარკვეული მოკავშირეები როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტზე, მაგრამ დაასრულებენ ისეთივე კრახით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, როგორი კრახითაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს," - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

ნებისმიერ არჩევნებზე საზოგადოებამ კარგად იხილა „ნაცმოძრაობის“ ცოდვილობა, თუ არ ვცდები 8, თუ 9 არჩევნებში მათ ვერაფერი შეძლეს, იმიტომ რომ მათ არღა აქვთ საქართველოს მოსახლეობის ნდობა. ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ მართლაც რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

big_banner
არქივი