logo_geo
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა
- +

5 ოქტომბერი. 2023. 19:54

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

პროცესს არ ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები, პარლამენტის 4 დეპუტატი - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

 

 

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.

 

 

big_banner
არქივი