logo_geo
სახლში დაცემის შემდეგ ელტონ ჯონი საავადმყოფოში მოხვდა
- +

29 აგვისტო. 2023. 11:01

 

 

სახლში დაცემის შემდეგ ელტონ ჯონი საავადმყოფოში მოხვდაბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ რაც ნიცაში, საკუთარ სახლში დაეცა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Nice-Matin წერს.

 

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი 28 აგვისტოს, ღამე მოხდა. 76 წლის მომღერალმა მსუბუქი ტრავმები მიიღო. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

2021 წელს ელტონ ჯონმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ დაცემის შედეგად თეძო დაიზიანა, რის შემდეგ ოპერაციაც კი დასჭირდა. ამის გამო მას თავისი გამოსამშვიდობებელი ტურის კონცერტების გადადებაც მოუწია.

 

 

big_banner
არქივი