logo_geo
გიორგი ამილახვარი: რა კარგი საგანმანათლებლო რესურსიც არ უნდა შევქმნათ, სახელმძღვანელო იქნება ეს თუ სხვა დამხმარე რესურსები, აქ ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს პედაგოგი თამაშობს
- +

1 მარტი. 2024. 00:27

"ჩვენი პედაგოგების უმრავლესობა, თუ აბსოლუტური უმრავლესობა არა, არიან ამ ქვეყნის შემოქმედები - ისინი ზრდიან მომავალ თაობებს და იმ ისტორიაში, კულტურაში და იმ განგრძობად პროცესში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პედაგოგებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ, "- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

 

„საბოლოო ჯამში, ჩვენ რა კარგი საგანმანათლებლო რესურსიც არ უნდა შევქმნათ, სახელმძღვანელო იქნება ეს თუ სხვა დამხმარე რესურსები, აქ ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს პედაგოგი თამაშობს. ჩვენ უდიდესი სახელფასო პოლიტიკის რეფორმა წამოვიწყეთ, რომელიც წელს, 1 ივლისიდან ამოქმედება და 30-35%-იანი მატება იქნება რიგ შემთხვევებში. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია პედაგოგების უწყვეტ კვალიფიკაციაზე ზრუნვა“, - აღნიშნა ამილახვარმა.

big_banner
არქივი