logo_geo
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ელ-რიადში „Saudi Travel Market 2024“ სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
- +

3 მარტი. 2024. 10:05

 

 

დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, „Saudi Travel Market 2024“ სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.

 

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ახალ ტურისტულ სეგმენტზე გასვლისა და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.

 

საუდის არაბეთიდან დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნულ ბაზარზე დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, ვიზიტორთა ნაკადების გაზრდას.

 

 

big_banner
არქივი