logo_geo
ჯაბა სამუშიამ და თსუ რექტორის მოადგილემ, კახაბერ ჭეიშვილმა თსუ გამომცემლობის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს
- +

12 მარტი. 2024. 14:29

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა  თსუ გამომცემლობის ახალ  ხელმძღვანელთან კახაბერ რუსიძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს გამომცემლობის რეფორმასა და რეორგანიზაციაზე. დაისახა ახალი სტრატეგია, რომლის შედეგადაც თსუ გამომცემლობა ითანამშრომლებს სხვადასხვა გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიებთან.

 

ჩვენი გამომცემლობის წიგნები, გარდა თსუ წიგნის მაღაზიისა გამავრცელებლების მიერ გაიყიდება.  გამოცემები ჟანრობრივად გამრავალფეროვნდება,  სახელმძღვანელოების გარდა გამოიცემა, ანთოლოგიები, მსოფლიო მხატვრული ლიტერატურისა და ქართული მხატვრული ლიტერატურის სერიები, ასევე, განახლდება ძველი პოპულარული გამოცემები.

 

ბეჭდური ვერსიის გარდა, ყველა წიგნის ელექტრონული ბაზა შეიქმნება, რომლის გამოყენებაც სიმბოლურ ფასად შეეძლება დაინტერესებულ მკითხველს.

 

გამომცემლობა სამომავლოდ გეგმავს სტუდენტების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის წიგნების შიდა გავრცელების კუთხით. ასევე, იგეგმება გამომცემლობის ლოგოს განახლება.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამომცემლობა. ეს პროექტებია: „უნივერსიტეტი სკოლას“, რომელიც გულისხმობს სკოლებში ჩვენი გამომცემლობის წიგნების შეტანას და ასევე, ძველი პოპულარული გამოცემების განახლებული ვერსიების გამოცემას.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი