logo_geo
მაჭახელას ეროვნულ პარკში შვედეთის ელჩ ანნა ლიბერგს უმასპინძლეს
- +

13 მარტი. 2024. 11:10

 

 

მაჭახელას ეროვნულ პარკში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელ ხათუნა ზალდასტანიშვილთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

 

სტუმრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებებით.

 

მაჭახელას ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით გამორჩეული, საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა. მაჭახელას ეროვნული პარკის განვითარების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები; მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკისთვის დაგეგმილია მენეჯმენტის გეგმის შემუშავება. მენეჯმენტის გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიანი მიზნებისა და მათ მისაღწევად აუცილებელი მართვის შესაბამისი მიდგომებისა და ღონისძიებების განსაზღვრას, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ განსაზღვრულ ვადაში უნდა განახორციელოს.

 

big_banner
არქივი