logo_geo
გივი მიქანაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა
- +

21 მარტი. 2024. 14:33

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიდი გრაუს შეხვდა.

 

საუბრის მთავარ თემას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი წარმოადგენდა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაიმართოს.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პოზიციაზე კანდიდატები წარდგენილი არიან სამი ქვეყნიდან - ესტონეთი, ბელგია და შვეიცარია.

 

ელჩმა გივი მიქანაძეს გენერალური მდივნის პოზიციაზე წარდგენილი  შვეიცარიელი კანდიდატის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან შეხვედრა.

 

 

big_banner
არქივი