logo_geo
გიორგი ამილახვარმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

22 მარტი. 2024. 09:47

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძესთან.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებას.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად ორივე უწყება მუშაობას აქტიურად გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება პროექტში. შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი ესწრებოდა.

 

big_banner
არქივი