logo_geo
ნიკოლოზ ჩხეტიანი: ფონდი „ქართუ“ მზად არის, დააჯილდოვოს ქართული საფეხბურთო ნაკრები 30 მილიონი ლარით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი გავა ქვეჯგუფიდან
- +

28 აპრილი. 2024. 22:58

 

 

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა სახის ჯილდოს გადასცემს ფონდი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშისთვის. ამ თემაზე ის „იმედის კვირას“ ესაუბრა.

 

„ფონდი „ქართუ“ მზად არის, დააჯილდოვოს ქართული საფეხბურთო ნაკრები 30 მილიონი ლარით, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი გავა ქვეჯგუფიდან. გარდა ამისა, ითქვა, რომ ფონდი „ქართუ“ ასევე 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს ჩვენს ნაკრებს ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ გუნდი გავა ქვეჯგუფიდან და შემდგომშიც გამარჯვებას მოიპოვებს, ყოველ გამარჯვებაში ფონდი „ქართუ“ გადაიხდის 30 მილიონ ლარს ნაკრებისთვის“, - განმარტა ჩხეტიანმა.

 

big_banner
არქივი