logo_geo
შაბათსა და კვირას ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას მილანიც აპირებს
- +

23 აპრილი. 2020. 19:05

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივამ, შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალოს, საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 

 

კალაძის ინიაციტივის გაჟღერებამდე ერთი დღით ადრე, Theguardian-ზე შემდეგი სტატია გამოქვეყნდა – მილანი აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მანქანების გადაადგილების შემცირებას აპირებს.

 

 

მილანმა წარმოადგინა ამბიციური გეგმა, რომელის მიხედვითაც, ქუჩებში ავტომობილების, ველოსიპედებისა და ქვეითების გზების ერთმანეთისგან განცალკევება მოხდება.

 

 

ჩრდილოეთ იტალია და ლომბარდიის რეგიონი ევროპაში ყველაზე დაბიძნულ ადგილებს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის პანდემიამ მათ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა.

 

 

იზოლაციის შემდეგ საავტომობილო მოძრაობამ 30-75%-ით დაიკლო. შემცირდა ჰაერის დაბინძურების დონეც.

 

 

მილანის მერიაში იმედოვნებენ, რომ მოქალაქეები სამსახურებში დაბრუნდების შემდეგ საჯარო ტრანსპორტისა და ავტომობილების გამოყენებას შეამცირებენ.

 

 

მიზნის მისაღწევად ზაფხულში მილანის მერია ქუჩების 35-კილომეტრიან მონაკვეთებად გარდაქმნას აპირებს. ეს ყველაფერი ველოსიპედისტებისა და ქვეითების სამოძრაო ზოლები გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

 

„წლების განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ავტომობილების გამოყენების სიხშირე შეგვემცირებინა. ყველამ რომ მანქანა ატაროს, ადამიანებისთვის სამოძრაო სივრცე აღარ იქნება. ვფიქრობთ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მილანი ახლებურად უნდა წარმოვიდგინოთ“,- განაცხადა ქალაქის მერის მოადგილემ, მარკო გრანელიმ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი