logo_geo
ცნობილი ტელეწამყვანის და ცნობილი ინფექციონისტის საერთო ტრაგედია – მამაკაცი, რომელიც მათ აერთიანებთ...
- +

23 აპრილი. 2020. 20:31

 

 

 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსს, მარინა ენდელაძეს უკვე ყველა იცნობს.

 

 საზოგადოებისთვის ასევე კარგად არის ცნობილი მისი ყოფილი რძალი, ჟურნალისტი ნელი აგირბა, რომელიც „კურიერის“ წამყვანი გახლდათ.

 

მათ საერთო ტრაგედია აკავშირებთ…

 

ნელიმ „კურიერი“ მას შემდეგ დატოვა, რაც 8-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ მისი მეუღლე, იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი, იგივე „ჩელე“ ტრაგიკულად გარდაიცვალა.

 

 მარინა ენდელაძის ერთადერთი ვაჟი (პირველი ქორწინებიდან) 2017 წლის 28 მარტს მოულოდნელად დაიღუპა. ირაკლი ანტალიაში იმყოფებოდა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.

 

 

 

ტრაგედიის შესახებ მარინა ენდელაძემ პირველად „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მძიმე მდგომარეობის გადატანაში, მისი კოლეგა, მარინა ეზუგბაია დაეხმარა.

 

 ნელი აგირბა კი „ჩელეს“ გარდაცვალების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესუაბრა (2018 წ). აი, როგორ იხსენებს ის ირაკლი ძიმისტარაშვილთან ხანმოკლე, მაგრამ ბედნიერ თანაცხოვრებას:

 

 „მას შემდეგ , რაც ქმარი გარდამეცვალა, ძალიან შემეცვალა სამყაროს აღქმა. მიჭირდა ფსიქიკის კონტროლი, არ მქონდა ცხოვრების ენერგია და საჭირო იყო ამ დაგროვილ პრობლემებს გავმკლავებოდი.

 

საინფორმაციო გამოშვების წაყვანას ახლაც ვერ შევძლებ, პოლიტიკამ ჩემთვის აზრი დაკარგა და სერიოზულად ვეღარ აღვიქვამ.

 

ჩემი პრინციპია, რაც იქნება, ისე იქნება.

 

პირველ ეტაპზე, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, საერთოდ დავკარგე სიყვარულის უნარი.

ვერანაირ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი, ბავშვების მიმართაც კი.

 

გულზე პრობლემები ჰქონდა, ამბობდა ...

თეორიულად ვიცოდი, რომ ბავშვებს ვჭირდებოდი და მათ გვერდით ამიტომ ვიყავი.

ადრეც, ღრმა ბავშვობაში მქონდა სუიციდზე ფიქრები და ამ ტრაგედიამ ძალიან გამიმძაფრა. ვცხოვრობდი პრინციპით, ერთი დღეც გაძელი.

 

საბოლოოდ, მაინც ბავშვებმა განაპირობეს, რომ ცოცხალი დავრჩი.

დღის დიდი ნაწილი მეძინა, ძალიან ფეთქებადი გავხდი, ბევრს ვტიროდი… ძალიან მიშველა მედიტაციებმა. ბოლოს წავედი ჰოლანდიაში. აიოვასკა, რომელიც ამაზონის ტყეების შამანური რიტუალია, ძალიან დამეხმარა, დამაბრუნა სიცოცხლეში.

 

 ამ რიტუალებით შევძელი ტკივილში შესვლა, დამიბრუნა ყნოსვა. როცა ჩელეს სხეული ჩამოიტანეს, მას სპეციფიკური სუნი ჰქონდა. თავი გავიკიცხე, რომ მისი სუნი არ მომეწონა და ამის ნიადაგზე ყნოსვა კარგა ხანი დაკარგული მქონდა“ – ამბობდა ნელი.

 

 

 

მისი თქმით, ის და ჩელე ერთმანეთს 7 წლის განმავლობაში იცნობდნენ.

 

 „ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ შევხვდით ამ ცხოვრებაში და ვიპოვეთ ნამდვილი მეორე ნახევრები – ერთმანეთი.

 

 მან ბავშვობაში დამაბრუნა. ბავშვობა ტრავმული მქონდა და ბევრი არ მახსოვდა, ჩელემ კი გული გამიხსნა, ბავშვობა დამიბრუნა, მუსიკა მოვიდა ჩემთან.

 

 16 წლის შემდეგ პირველად, მასთან ყოფნისას მივუჯექი ფორტეპიანოს და შევქმენი მუსიკა…

 

კი, მუდმივად მქონდა ეს განცდა. ორივე ვგრძნობდით, რომ დიდხანს ერთად არ ვიქნებოდით. როცა ცალკე მივდიოდით სადმე, სულ იმაზე ვფიქრობდი, რამე არ მოსვლოდა მას.

 

ხშირად გვისაუბრია, რომ ეს ბედნიერება ალბათ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და რომელიმე ჩვენგანი მოკვდებოდა“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი