logo_geo
წვიმა და თოვლი – როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში
- +

24 აპრილი. 2020. 10:05

 

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცუდი ადმინდი საქართველოში 27 აპრილამდე გაგრძელდება.

 

 

უმეტეს რეგიონში შენარჩუნდება ნალექი, მაღალ მთაში კი თოვლი.

 

 

„27 აპრილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

 

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი