logo_geo
ბულგარული პრესა: საქართველო სულ უფრო ხშირად მოიხსენიება სამაგალითო ქვეყნების სიაში
- +

24 აპრილი. 2020. 13:21

 

 

საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შესახებ ბულგარული პრესა წერს.

 

 

„Foreign Policy”-ს მიერ საქართველო სულ უფრო ხშირად მოიხსენიება სამაგალითო ქვეყნების სიაში, COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის მხრივ, რადგანაც ქვეყანაში პრევენციული ზომების გატარება ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე დაიწყეს“, – წერს გამოცემა 24chasa.

 

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, “Emerging Europe”-ის მიხედვით, ეპიდემიასთან წარმატებული გამკლავების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საქართველოში არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მისი წევრი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტის მუშაობა. სპეციალიზრებული ლაბორატორია იძლევა არა მხოლოდ სწრაფი ტესტირების, არამედ ვირუსის წყაროს დადგენის შესაძლებლობას.

 

 

„5-ვარსკვლავიანი სასტუმროები ღებულობენ უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იქ 14 დღიან კარანტინს გადიან. სასტუმროში დაბინავება ითვალისწინებს სამჯერად კვებას და ყოველივე ეს სახელმწიფოს მიერ არის გადახდილი. ამ წუთისთვის ქვეყანაში 13 000 მოქალაქემდე იმყოფება კარანტინში. სასტუმროების უმეტესობა საერთაშორისო კომპანიათა ქსელების წევრებია, თუმცა ბუტიკური ტიპის ადგილობრივი სასტუმროებიც არიან ჩართულნი, რომლებიც მომსახურების მაღალ დონეს სთავაზობენ მოქალაქეებს. სასტუმროები, რომლებიც იღებენ მოქალაქეებს კარანტინისთვის არის როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, როგორც, მაგალითად, ბათუმსა და წინანდალში. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა – ირანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სპეციალური საბჭო შეკრიბა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ირანთან მიმოსვლის შეჩერებასან დაკავშირებით. მეორე შემთხვევის დაფიქსირებისას შეწყდა მიმოსვლა იტალიასთან, ხოლო მესამე შემთხვევისას – 29 თებერვალს, საქართველომ დახურა საკუთარი საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. დახურულია, ასევე, სასწავლო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მიღებულია მკაცრი დამცავი ზომები, როგორიცაა, მაგ., კომენდანტის საათის შემოღება“ – წერს გამოცემა.

 

 

სტატიაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ნახევარ მილიარდ ევრომდე თანხას გამოყოფს კრიზისთან და მის შედეგებთან საბრძოლველად, ხოლო მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გაცემაზე გასცა თანხმობა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა 20 მილიონი ევროთი დაეხმარება საქართველოს, უკვე გამოყოფილ 70 მილიონ ევროზე დამატებით, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე იყო გათვლილი, მაგრამ მოხმარდება კრიზისთან ბრძოლას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი