logo_geo
„სასწრაფო პედიატრი“ სახლში გამოძახებით ანტიგენის ტესტს უსასყიდლოდ გააკეთებს
- +

22 თებერვალი. 2021. 22:33

 

 

სპეციალიზებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში კოვიდ-დიაგნოსტიკას ბინაზე მისვლით, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს. ინფორმაციას სპეციალიზებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.

 

კომპანიის ცნობით, აქციის ფარგლებში კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო კვლევა აშშ-ს მიერ აღიარებული მაღალი ხარისხის ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტით ტარდება, რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

 

ცნობისთვის, სერვისით სარგებლობა კი სასწრაფო პედიატრის ბინაზე გამოძახებით ყოველ დღე, 24-საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ტესტის პასუხი ადგილზე, 15 წუთში ხდება ცნობილი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

 

ამასთან, ტესტის განმეორებით ჩატარება ბოლო ტესტირებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

 

მათი თქმით, კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო კვლევა კი, სურვილის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოჯახის ყველა წევრისთვის, მიუხედავად ასაკისა.

 

შეთავაზების ფარგლებში „სასწრაფო პედიატრი“ პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ექიმ-პედიატრის ბინაზე მომსახურების სერვისით ისარგებლოს, რაც დამატებით კომფორტთან არის დაკავშირებული. აქცია მარტის ბოლომდე გრძელდება.

 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებში ვირუსთან ასოცირებული გართულებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „პედიატრი“ აფართოებს სამიზნე ჯგუფებში კორონავირუსის დროულ და სწრაფ დიაგნოსტირებას.

 

მით უმეტეს, კოვიდ-ინფექცია ბავშვებში არასტანდარტულად მიმდინარეობს. სასურველია, კოვიდ-დიაგნოსტიკა პატარებში პრაქტიკულად ნებისმიერი ჩივილის დროს (გულისრევა, ჭირვეულობა, მუცლის ტკივილი, სიცხე, დიარეა, სისუსტე და სხვა) ჩატარდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი