logo_geo
გიორგი ღოღობერიძე: წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს
- +

1 მარტი. 2021. 19:44

 

ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით პირდაპირ ეთერში სხვადასხვა საკითხს აქტიურად განიხილავს, ამჯერად წუწუნის მოყვარულ ადამიანებზე საუბრობს.

 

მისი თქმით, წუწუნის დროს ადამიანი ორგანიზმიდან სტრესს განდევნის, ხოლო ის ვინც ამ წუწუნს ისმენს - შეისრუტავს. შესაბამისად, მოწუწუნე ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ.

 

„ახლა გადავაწყდი ერთ საინტერესო დასკვნას, ასეთი რამ ეწერა და მართალიცაა, სხვათაშორის. ადამიანები, რომლებიც წუწუნობენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს ფაქტია და დააკვირდით, რატომ – როცა ადამიანი წუწუნობს, მასში სტრესული ჰორმონის რაოდენობა იკლებს.

 

წუწუნებს, წუწუნებს, წუწუნებს და ამ ჰორმონის რაოდენობა სხეულში იკლებს, შესაბამისად, სტრესიც ნაკლები აქვს, ხოლო მასში, ვინც მის წუწუნს ისმენს, იმატებს. ამიტომაც წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათ გარშემო მყოფები, – ისინი სტრესისგან კვდებიან და ეს სიმართლეა…“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი