logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

7 აპრილი. 2021. 23:27

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 228 ადამიანს, მათგან 24 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

 

ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 78 პაციენტი, ცხრა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 600 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 093 პაციენტი, 216 კი გარდაიცვალა.

big_banner
არქივი