logo_geo
თამარ გაბუნია: ყველაფერი კეთდება, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა გადავადდეს და არ დადგეს ისეთი ძალით, როგორც გამოვიარეთ ნოემბერ - დეკემბერში
- +

10 აპრილი. 2021. 03:02

 

 

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა ქვეყანაში გადავადდეს და არ დადგეს ისეთი დიდი ძალით, როგორც ჩვენ გამოვიარეთ ნოემბერში და დეკემბერში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„შემთხვევების რაოდენობა, რაც ჩვენ გვაქვს მზარდია, მაგრამ ეს არ არის იმდენად მზარდი, რომ ჩვენ ვისაუბროთ ტალღურ მიმდინარეობაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

რაც შეეხება სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მზადებას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარკვეული რეკომენდაციები ამაზე ისედაც გაცემულია და კიდევ დამატებით იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო ამ დღეებში. „როგორც კი გვექნება ინფორმაცია საზოგადოებისთვის ეს გახდება ცნობილი", - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი