logo_geo
ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ საკუთარი პასპორტი შეჭამა
- +

12 ივლისი. 2021. 18:42

 

 

ქართველმა კანონიერმა ქურდმა ავთანდილ კობეშავიძემ, მეტსახელად „ავთო კოპალამ“, რომლის დეპორტაცია უკრაინიდან საქართველოში იგეგმებოდა, თვითმფრინავში საკუთარი პასპორტი შეჭამა. ამის შესახებ kompromat1.pro იუწყება.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, კობეშავიძე კიევიდან ბათუმში უნდა ჩაფრენილიყო. თვითმფრინავში ჩასხდომის შემდეგ მან საკუთარი პასპორტი შეჭამა. ამის გამო „ავთო კოპალას“ დეპორტაცია ვერ განხორციელდა.

 

8 ივლისს უკრაინის სასამართლომ ავთო კობეშავიძე პატიმრობიდან გაათავისუფლა. მას პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. მოგვიანებით კი საქართველოში მისი დეპორტაცია გადაწყდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი