logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი ნინო ქათამაძეზე: თან გინდა ეს ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო ზურაბიშვილს, თან იმავე ხელისუფლებას სთხოვ, კონცერტზე მიგიწვიონ და ფულიც გადაგიხადონ - ცოტა უხერხული ხომ არ არის?
- +

26 დეკემბერი. 2023. 16:59

 

 

„ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო  კრიტიკას არავის უშლიან,  არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმეს, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნინო ქათამაძის განცხადებას, რომელშიც მომღერალი აცხადებს, რომ ახალი წლის კონცერტში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

 

მისივე თქმით, უხერხულია, იმ ხელისუფლებას, რომელსაც აკრიტიკებ, დააძალო კონცერტში მონაწილეობა და სიმღერაში თანხის გადახდა, იმ ფონზე, რომ ქათამაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს სთხოვდა  სააკაშვილის შეწყალებას, რომელიც მოქმედი ხელისუფლების დამხობას ცდილობდა.

 

„მართლა ვერ ვიგებ: ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა, რომ კონცერტზე არ მიმიწვიესო? დალოცვილო, თან გინდა, ეს ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო მავნებელ სალომე ზურაბიშვილს, თან იმავე ხელისუფლებას სთხოვ, კონცერტზე მიგიწვიონ  და ფულიც გადაგიხადონ, რომლის დამხობასაც  ავაზაკურად ცდილობდა სააკაშვილი  და რომლის უსამართლო კრიტიკას არცერთი ტრიბუნიდან არ ერიდებოდა მავნებელი სალომე ზურაბიშვილი!

 

ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო  კრიტიკას არავის უშლიან,  არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმეს, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს,  თან ყველას თავისი მსმენელი ჰყავს, ზოგის კონცერტზე ბილეთსაც ვერ იშოვი, ზოგან კი არავინ მიდის...

 

მაგრამ გინდა თუ არა მამღერე და დიდი ფული გადამიხადეთ?  ვერ ვიგებ?

 

როგორც მინიმუმ, ცოტა უხერხული ხომ არ არის?“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი