logo_geo
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური "რე-ბრენდინგით" შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი
- +

2 მარტი. 2024. 21:44

 

 

მათი ნებისმიერი მცდელობა, დისტანცირდნენ სააკაშვილისგან და ფასადური "რე-ბრენდინგით" შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი”, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი- ნაციონალები“ თუ სხვა - ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.

 

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა “კომპრომეტირებულ” პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც „ნაცმოძრაობასთან„ ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ.

 

„ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა “კომპრომეტირებულ” პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც „ნაცმოძრაობასთან“ ისტორიული და ემოციური წარსული აკავშირებთ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი მცდელობა, დისტანცირდეს სააკაშვილისგან და ფასადური "რე-ბრენდინგით" შექმნან სიახლის ილუზია, მარცხისთვისაა განკუთვნილი. ასე რომ, გირჩი, ლელო, სტრატეგია, დროა და შესაბამისი უსამშობლოთა საზოგადოება, კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, რაც ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

 

big_banner
არქივი