ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი მაია ბითაძე პოსტს აქვეყნებს.
„ვიცინოთ თუ ვიტიროთ აღარ ვიცით -
ახლა დებენ პოსტებს - შოკშია ევროპარლამენტიო, შოკშია, აბა რა!!! ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას!
ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც. ჩვენ, „ოცნების“ დეპუტატები მიჩვეულები ვართ, მითუმეტეს, რომ არც იმ კანონის პროექტებს უჭერენ მხარს პარლამენტში, რომლებიც ასოცირების ვალდებულებებია.
P.S. ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კიდე უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ, რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი „ქართულმა ოცნებამ“ დაწერა“, - წერს მაია ბითაძე.