logo_geo
რატი იონათამიშვილი: იცით, როგორ აშუქებს „ნაცმოძრაობის“ მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას?- ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო
- +

21 მარტი. 2024. 18:02

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

რატი იონათამიშვილის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც „ქართული ოცნების“ კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…“

 

მისივე თქმით, საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს.

 

„იცით, როგორ აშუქებს „ნაცმოძრაობის“ მედია ნაცების და უკრაინელი დეპუტატების მიერ ევროპულ რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას?

 

„ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…“

 

ანუ, მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია, - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, მათივე ტელევიზიებით აღიარებენ!

 

საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი, თან ასე სინქრონში: ჯერ ქმედებით და მერე ასეთი გაშუქებით!“ - წერს რატი იონათამიშვილი.

 

big_banner
არქივი