logo_geo
ნინო ფოჩხუა: ქვეყნის ანტისახელმწიფოებრივი ენჯო სექტორი ბოლო თვეებს ითვლის - გიგაურების და ლომჯარიების ასარევი სამშობლო არ გვაქვს
- +

23 მარტი. 2024. 18:43

 

 

„დარწმუნებული ვარ, ქვეყნის  ანტისახელმწიფოებრივი ენჯო სექტორი ბოლო თვეებს ითვლის. ისეთი გაშიშვლებულები არიან, სულ რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეები აკეთონ, მათი არავის სჯერა“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, როგორ შეიძლება დაუჯერო ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს და ა.შ. როცა დესტრუქციის და სიცრუის მეტი მათგან არაფერი მოდის.

 

მისივე თქმით, ეს ადამიანები მონურ მორჩილებაში არიან გარე მტრებთან და მილიონობით დაფინანსებას იღებენ საკუთარი სამშობლოს  დისკრედიტაციაში.

 

„დარწმუნებული ვარ ქვეყნის  ანტისახელმწიფოებრივი ენჯო სექტორი ბოლო თვეებს ითვლის. ისეთი გაშიშვლებულები არიან, სულ რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეები აკეთონ, მათი არავის სჯერა. როგორ შეიძლება დაუჯერო ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს და ა.შ. - როცა დესტრუქციის და სიცრუის მეტი მათგან არაფერი მოდის. მათი მუშაობა და ფინანსები ბუნდოვანებით არის მოცული, ეს ადამიანები არ ემსახურებიან თავის ქვეყანას და ხალხს, ეს ადამიანები მონურ მორჩილებაში არიან ჩვენს გარე მტრებთან და მილიონობით დაფინანსებას იღებენ საკუთარი სამშობლოს  დისკრედიტაციაში. ისევე როგორც ISFED გაშიფრა ხელისუფლებამ სიცრუეში და არ აარევინა ქვეყანა, ასე იქნება ახლაც, გიგაურების და ლომჯარიების ასარევი სამშობლო ჩვენ არ გვაქვს!“ - წერს ნინო ფოჩხუა.

 

big_banner
არქივი