logo_geo
გია აბაშიძე: პარადოქსია, რომ გამჭვირვალობას ებრძვიან ის ანგარებიანი ნაცელემენტები, რომლებიც დეკლარირებულად „გამჭვირვალობის სადარაჯოზე არიან“
- +

3 აპრილი. 2024. 14:33

 

 

„პატივცემულო შეგნებულო საზოგადოებავ, იმისთვის, რომ არ გახდეთ დეზინფორმაციის, მანიპულაციებისა და სხვადასხვა ენაზე ყალბი შეშფოთება-აღშფოთებისა და შეკვეთილი ჰედლაინების მსხვერპლნი, გიზიარებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ძირითად არსს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

აბაშიძის თქმით, პარადოქსია, რომ გამჭვირვალობას ებრძვიან ის ანგარებიანი ნაცელემენტები, რომლებიც დეკლარირებულად „გამჭვირვალობის სადარაჯოზე არიან“.

 

„პატივცემულო შეგნებულო საზოგადოებავ, იმისთვის, რომ არ გახდეთ დეზინფორმაციის, მანიპულაციებისა და სხვადასხვა ენაზე ყალბი შეშფოთება-აღშფოთებისა და შეკვეთილი ჰედლაინების მსხვერპლნი, გიზიარებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ძირითად არსს.

 

პარადოქსია, რომ გამჭვირვალობას ებრძვიან ის ანგარებიანი ნაცელემენტები, რომლებიც დეკლარირებულად „გამჭვირვალობის სადარაჯოზე არიან“.

 

შარშანდელის მსგავსად, გრძელდება უმაღლეს განათლებაზე პრეტენზიების მქონე პირთა (პრეტენზიული უვიცი გინდ ყოფილა, გინდ არა) გაქრობა ჩემი სოციალური სივრციდან, ვინც ამ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს. ამგვარი ოდენ ანგარებიანი თუ რევანშისტი, ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი სუბიექტებისადმი პატივისცემაა 0! - წერს აბაშიძე.

 

big_banner
არქივი