logo_geo
ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძეზე: ეს ვითომ მწერალი მართლა როგორ ბედავს, ასე მიმართოს ხელისუფლების წარმომადგენელს, თუ გინდ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაგრამ ისეთი ზიზღი აქვს საკუთარი მოქალაქეების, ვეღარ აკონტროლებს სიტყვებს
- +

11 აპრილი. 2024. 16:43

 

 

„რა თქვა მდინარაძემ ასეთი, თან წინასწარ ბოდიში რომ მოიხადა მოყვანილი მაგალითის დრამატიზირებისა და უტრირებისთვის. ასე რატომ გადაირია ეს ცოტა-კაცი, იმიტომ ხომ არა, რომ გუშინ „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდა, იმიტომ ხომ არა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ დღეს თუ არა ხვალ ამოქმედდება, იმიტომ ხომ არა, რომ ფინანსები მოაკლდება და ა.შ.“ -  ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძის ფეისბუქ-სტატუსს.

 

ფოჩხუას თქმით, ლაშა ბუღაძეს ისეთი ზიზღი აქვს საკუთარი მოქალაქეების, რომ ვეღარ აკონტროლებს სიტყვებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს ხელისუფლების წარმომადგენელს.

 

„ეს ვითომ მწერალი მართლა როგორ ბედავს, ასე მიმართოს ხელისუფლების წარმომადგენელს, თუ გინდ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაგრამ ისეთი ზიზღი აქვს საკუთარი მოქალაქეების, ვეღარ აკონტროლებს სიტყვებს.

 

რა თქვა მდინარაძემ ასეთი, თან წინასწარ ბოდიში რომ მოიხადა მოყვანილი მაგალითის დრამატიზირებისა და უტრირებისთვის. ასე რატომ გადაირია ეს ცოტა-კაცი, იმიტომ ხომ არა, რომ გუშინ „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდა, იმიტომ ხომ არა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ დღეს თუ არა ხვალ ამოქმედდება, იმიტომ ხომ არა, რომ ფინანსები მოაკლდება და ა.შ.

 

უნიჭო მამის შვილი ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ეძახდეს სუსლოვის იდეოლოგიურ შვილს, მამა-გია გაიხსენოს სუსლოვებთან და ანდროპოვებთან იდეოლოგიაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი ლენინის პორტრეტებს ხატავდა“, - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

big_banner
არქივი