logo_geo
ნინო ფოჩხუა ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს სამშობლოს სიყვარული, არა ომით და აქციებით, არამედ შრომით და სტაბილურობით
- +

24 აპრილი. 2024. 12:15

 

 

„ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს სამშობლოს სიყვარული, არა ომით და აქციებით, არამედ შრომით და სტაბილურობით", - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტების არასრული სიაა წარმოდგენილი.

 

ფოჩხუა აღნიშნავს, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა და სპორტსმენების, ხელოვნების მუშაკების, ქართული კინოს, თეატრის აღორძინება, სწორედ ეს არის ღირსეული ნაბიჯით გზა ევროპისკენ.

 

„აი ეს არის ღირსეული ნაბიჯით გზა ევროპისკენ! განახლებული ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. სპორტსმენების, ხელოვნების მუშაკების, ქართული კინოს, თეატრის აღორძინება, რითაც ოდითგანვე გამოირჩეოდა საქართველო. ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს სამშობლოს სიყვარული, არა ომით და აქციებით, არამედ შრომით და სტაბილურობით“, - წერს ფოჩხუა.

 

 

big_banner
არქივი